ვითარება გზებზე: ნაქერალას უღელტეხილზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

მეტეოროლოგიური პირობების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა მონაკვეთზე
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

შეზღუდვები მოქმედებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 36-62-ე კილომეტრზე. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო ტრაილერებისთვის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 1-107 კმ მონაკვეთზე. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

11 თებერვლიდან ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო ფარავნის უღელტეხილი ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაკეტილია. კერძოდ, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-105 კმ მონაკვეთზე. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა ამ დროისთვის ტრანსპორტის ყველა სახეობისთვის თავისუფალია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ასევე ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე.