ყვითელი ამბები

თიკა ფაცაციას პატარა ვაჟი ნამცხვრებს აცხობს – ტელეწამყვანი „კულინარის“ შედევრს აქვეყნებს

სუპერ-მოდელი დედა უსაყვარლესი ვაჟის სურათს აქვეყნებს. თიკას ვაჟი სამზარეულოში ფუსფუსებს. პოზიტიური ტელესახე პატარა მზარეულის სამუშაო პროცესს აზიარებს.
Sputnik

ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენელი, მაგრამ ფაქტია – ვარსკვლავი სამი ვაჟის დედაა. დაძაბული და გადატვირთული დღეების მიუხედავად თიკა ფაცაცია შვილებთან დაუვიწყარ დროს ატარებს. მათი ჟრიამული, სახლში ტანსაცმლის დაყრა, ნამცხვრების გამოცხობა მოდელის ობიექტივის ცენტრშია. ვაჟების ლაღი განწყობა და დედასთან ახლო ურთიერთობა ვიდეოებზე ნათლად ჩანს. თიკა სამ ვაჟს ანებივრებს. დედა-შვილი ერთად ხშირად მოგზაურობს. საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც თიკაზე ნეგატიურ კონტექსტში ისაუბრებს. მისი გარეგნობა, მშვიდი საუბარი, ხმის ტემბრი და ოჯახი უამრავ ადამიანს მოსწონს. ტელეწამყვანმა ამჯერად ვაჟის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ბიჭუნა სამზარეულოში ფუსფუსებს და კექსს აცხობს.

თიკამ უსაყვარლესი უმცროსი ვაჟის ფოტო გამოაქვეყნა. სკოლიდან მოსული ბიჭუნა დედას ანებივრებს და კექსებს აცხობს. მოდელმა გაზიარებულ ფოტოს დააწერა, რომ ახალბედა მზარეულმა განაცხადა, დიდი ხანია კექსები არ გამოუცხვიათ და საქმეს დიდი მონდომებით შეუდგა. „პატარა მზარეული მყავს... რამდენი ხანია კექსი არ გაგვიკეთებიაო“, – წერს სამი ვაჟის დედა. თიკა ფაცაციას დიდი ოჯახი ჰყავს. მისი ოჯახის წევრების მიმართ ყურადღება არასდროს ნელდება.

თიკა ფაცაცია ადრეულ ასაკში დაოჯახდა. მას სამი ვაჟი ბიზნესმენ დავით ანთელიძისგან ჰყავს. უფროსი – ანდრო თვრამეტი წლისაა, უმცროსი იოანე – ხუთის. ანდრო კალათბურთელია, წარმატებით თამაშობს და საქართველოს ნაკრების წევრია. თიკა საკმაოდ ყურადღებიანი დედაა, ცდილობს შვილებს ემეგობროს და ამავე დროს სიმკაცრეც შეინარჩუნოს.