ყვითელი ამბები

„პირველი ცეკვა ანასთან“ – ნოე სულაბერიძე ახალშობილ ქალიშვილს ვალსს ეცეკვება

ჯანეტი და ნოე ყველასგან მოულოდნელად დაქორწინდნენ. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. ნახეთ უსაყვარლესი ვიდეო, რომელზეც ნოე პატარა ანას აცეკვებს.
Sputnik

ნოე სულაბერიძემ რამდენიმე ულამაზესი სურათის შემდეგ ქალიშვილთან ვიდეოს გადაღება გადაწყვიტა. მამამ ემოციური კადრები სოციალურ ქსელში ატვირთა. პროდიუსერი მესამე შვილს ვალსს ეცეკვება და ბედნიერებას ვერ მალავს. სამსახურიდან მოსულს, მას სახლში ჯანეტ ქერდიყოშვილი და ახალშობილი ანა დახვდნენ.

ნოემ უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით „პირველი ცეკვა ანასთან“. ემოციური ვიდეო გულს აგიჩუყებთ. ნოეს შვილებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. ანა მისი მესამე შვილი და მესამე ბედნიერებაა.

ცნობილ პროდიუსერს ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა ქალებისგან და სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და მომდევნო გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ. ახლა კი დის დაბადების შემდეგ მამასთან ერთად სამშობიაროს და ოჯახის ახალ წევრს მიაკითხეს. მამას დახმარებით ბავშვებმა ჯანეტთან ერთად ანა სახლში წაიყვანეს.