ყვითელი ამბები

ნინი ნებიერიძემ ცნობილი ბრენდის ჩვენებაში შვილებთან ერთად მიიღო მონაწილეობა – ფოტოები

ნინი ნებიერიძე ცოტა ხნის წინ 24 წლის გახდა. ის ბიზნესმენ თემურ უგულავაზეა დაქორწინებული, რომელიც მასზე 29 წლით უფროსია. წყვილს ორი ულამაზესი შვილი ჰყავს.
Sputnik

მოდელ ნინი ნებიერიძისა და ბიზნესმენ თემურ უგულავას რომანზე მათი ურთიერთობის დაწყების დღიდან ბევრს ჭორაობდნენ ქალაქში. საუბარი იყო მათ შორის დიდ ასაკობრივ სხვაობაზე, რომ მოდელი ბიზნესმენს ცოლობაზე ანგარების გამო დათანხმდა და ა.შ. როგორც ჩანს, სიყვარული ნამდვილი აღმოჩნდა და ძლიერი. იმდენად, რომ წყვილს უკვე ორი ულამაზესი შვილი ჰყავს.

ცნობილი ქართველი მოდელი ნინი ნებიერიძე და მასზე 29 წლით უფროსი, მილიონერი მეუღლე თემურ უგულავა უკვე ხუთი წელია ქორწინებაში არიან. წყვილს მეორე შვილი დაახლოებით ერთი წლის წინ შეეძინა და მას უცნაური სახელი - ტოკიო დაარქვეს.

მოდელი პოდიუმზე იშვიათად გამოდის. პატარა თემუკას და ტოკიოს დაბადების შემდეგ ის ძირითადად ბავშვების აღზრდით და საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული. თუმცა პოდიუმს საბოლოოდ არ ჩამოშორებია, ნინიმ გუშინ collinastrada-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მოდელი პოდიუმზე მცირეწლოვან შვილებთან ერთად გამოვიდა და ჟურნალ „ვოგის“ ობიექტივშიც მოხვდა.

ნინის პოდიუმზე გამოჩენას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუ მისი პირადი გვერდით ვიმსჯელებთ, უგულავა-ნებიერიძის წყვილის შვილებმა პროფესიონალი ფოტოგრაფების ობიექტივის წინ იპოზიორეს და ეს საქმე მოეწონათ.

სხვათა შორის, პატარა თემო ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული, როდესაც ნინი პოდიუმზე მოზრდილი მუცლით გამოვიდა და ჯაბა დიასამიძის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.