ყვითელი ამბები

„მაგრად მკიდია ერეკლე კოდუა...“ – ნანუკა ჟორჟოლიანის სკანდალური განცხადება ყოფილ მეუღლეზე

ნანუკას პირად ცხოვრებაზე საუბარი ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ერთ-ერთ ცნობილ რადიოშოუში ერეკლე კოდუაზე გულახდილად ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ ტელეწამყვანი შეყვარებულია.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ყოფილ მეუღლეზე საუბარი არ სურს. მისი თქმით, ერეკლე კოდუა არ აინტერესებს და მასზე აღარასდროს უპასუხებს კითხვებს.

„მაგრად მკიდია ერეკლე კოდუა. არ მინდა მასზე საუბარი“, – აღნიშნა ტელეწამყვანმა რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“.

ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მის ცხოვრებაში არის საყვარელი მამაკაცი და მასთან ბედნიერია, თუმცა მასზე საჯაროდ არასდროს ისაუბრებს, რადგან აღარ სურს, საზოგადოებამ მისი პირადი ცხოვრება განიხილოს.

„მე ვარ ძალიან ბედნიერი. არ მჯერა, რომ ქალები ჩემ ასაკში არ აქვთ პირადი ცხოვრება და მეცოდება ყველა ქალი, ვისაც არ აქვს სექსი და პირადი ცხოვრება, ჯანსაღი გარემო, რომ იარსებოს. მე არაფერი მეტყობა, რომ ეს ყველაფერი არ მქონდეს. ეს ყველაფერი მასაზრდოებს და მჭირდება იმისთვის, რომ ისე გამოვიყურებოდე, როგორც დღეს“, – ამბობს ტელეწამყვანი.

პოპულარულმა ჟურნალისტმა „რუსთავი 2“-ის დატოვების შემდეგ ახალ „მთავარ არხზე“ გადაინაცვლა. მან „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ „მთავარ არხზე“ არ დააბრუნა და ახალი სოციალური გადაცემა „სხვა ნანუკა“ დაიწყო. ახალ არხზე გადასული ნანუკა მაყურებლის წინაშე პირდაპირ ეთერში წარდგა, რასაც ტექნიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა სირთულეები დაერთო. მიუხედავად ამისა, პირველივე ეთერის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანი არც ისე დაბალი რეიტინგით გამოირჩევა.

ნანუკა ჟორჟოლიანი სახელმწიფო ოპერატიული დაცვის დეპარტამენტის (სოდის) ყოფილ უფროსს ერეკლე კოდუას რამდენიმე წლის წინ დაშორდა, ამ უკანასკნელმა უნგრეთში უკრაინელი ცოლი ერთი წლის წინ მოიყვანა. ტელეწამყვანს ერეკლესთან ვაჟი - საბა კოდუა ჰყავს.