„გამარჯობა, მე მქვია თბილისი“ - ბულგარეთში ფოტო-გამოფენა გაიხსნა

სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ვარნის არქეოლოგიურ მუზეუმში  გამოფენის მონახულება 20 მარტამდე იქნება შესაძლებელი
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. ბულგარეთის ზღვისპირა ქალაქ ვარნაში ფოტო-გამოფენა სახელწოდებით - „გამარჯობა, მე მქვია თბილისი" გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი მოსწავლეების პროექტი ესტონეთში ყველაზე ინოვაციურ გამოგონებად აღიარეს

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები, ქალაქის ძველი და ახალი არქიტექტურით, გამოფენის დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს გაეცნოს დედაქალაქის ისტორიას და ახლანდელ იერსახეს.

ბულგარეთში გამოფენა საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მოეწყო. ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, თამარ ლილუაშვილმა, ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრა გამართა ქართულ დიასპორასთან და საქართველოს საპატიო კონსულთან იული ნუშევთან.

სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ვარნის არქეოლოგიურ მუზეუმში  გამოფენის მონახულება 20 მარტამდე იქნება შესაძლებელი.