მამაკაცი, რომელმაც 21 წლის ყოფილ მეუღლეს ყელი გამოჭრა, პოლიციამ დააკავა

სამართალდამცველებმა მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ დააკავა ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული 36 წლის მამაკაცი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თბილისში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

ინციდენტი ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე 10 თებერვალს მოხდა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ახალგაზრდა ქალს ყელის არეში დანით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქალი "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" მიიყვანა. ექიმების თქმით, ამ დროისთვის 21 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.