ყვითელი ამბები

„ვარსკვლავი კი არა, ძეგლი დაუდგამთ...“ – მამულიჩა ლელა წურწუმიას სასაცილო ფოტოს აქვეყნებს

თაყვანისმცემლებმა ლელა წურწუმიას „ძეგლი დაუდგეს“. სახალისო ფოტოს პოპ-დივას პროდიუსერი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
Sputnik

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია აქტუალობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან. წარმოუდგენელია – ლელა წურწუმია 50 წლისაა. საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

ქართველი მოკაშკაშე ვარსკვლავი და ყველასათვის საყვარელი პოპ-დივა წლიდან წლამდე არ იცვლება. ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო. კახა მამულაშვილთან დაოჯახების შემდეგ კი მისი ოჯახი უფრო პოპულარული გახდა. წყვილმა შოუ-ბიზნესში კარიერა ერთად დაიწყო. კახა მამულაშვილი პოპ-დივას კონცერტებს ხელმძღვანელობს. სოციალურ ქსელში მომღერლის მეუღლემ ლელა წურწუმიას სასაცილო სურათი გამოაქვეყნა. თაყვანისმცემლებმა ლელას სახე ფილარმონიასთან მდგარ ულამაზეს ქანდაკება „მუზას" დაუმაგრეს. „მამულიჩამ" კი სახალისო იდეა გაიზიარა და დააწერა „ვარსკვლავი კი არა, მთლად ძეგლი დაუდგამთ".

ლელას პარალელურად მამულიჩაც გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით. მის გვერდზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ვარსკვლავებთან გადაღებული სახალისო ფოტო-ვიდეოები. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მისი ოჯახის წევრები იქცევენ. ლელა წურწუმია ქართველი პოპ-მომღერალია, რომელმაც პირველმა შესთავაზა ერთგულ მსმენელს კონცერტი სანახაობრივი ეფექტებით. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 მუსიკალური ვიდეო. მისი ალბომი „სულელი წვიმა“ 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად დასახელდა.