სალომე ფაჟავა მოსკოვის გრან-პრის პრიზიორია

ფაჟავა იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია (2012), ბაქოში გამართული ევროპული თამაშების (2015) ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ბერლინში მსოფლიო თასის ეტაპის (2016) გამარჯვებული.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ქართველმა ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ მოსკოვის გრან-პრიზე მხატვრულ ტანვარჯიშში, რომელიც რუსეთის დედაქალაქში 7-9 თებერვალში გაიმართა, მესამე ადგილი დაიკავა.

სალომემ ფინალში გურზებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ქართველმა ტანმოვარჯიშემ 21 ქულა დააგროვა.

22 წლის სალომე ფაჟავა ტანმოვარჯიშე ქალებს შორის ყველაზე ტიტულოვანია. იგი არის იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2012), ბაქოში გამართული ევროპული თამაშების (2015) ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ბერლინში მსოფლიო თასის ეტაპის (2016) გამარჯვებული.

აღსანიშნავია, რომ სალომე ფაჟავა ერთ-ერთი პირველი სპორტსმენია, რომელმაც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.