დოლიძე: მეც გავხდი სექსუალური ძალადობის შემსწრე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საკმაოდ მძიმე საკითხზე, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
Sputnik
დოლიძე: მეც გავხდი სექსუალური ძალადობის შემსწრე
„მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ მეც გავხდი ამ საკითხის შემსწრე, როდესაც სულ უცნობმა ადამიანმა facebook-ზე ჩამიგდო ვიდეო, სადაც ბავშვი ჰყვებოდა ასეთი ფაქტის შესახებ. როგორც ყველა მოქალაქე უნდა მოიქცეს, დაუყოვნებლივ განვაცხადე ამის შესახებ და დაიწყო გამოძიება. ამავე დროს, ამასთან დაკავშირებით ჩვენს სახელმწიფოში არსებულ ვითარებას ჩავხედე. ეს ვითარება არის მრავალმხრივ შემაძრწუნებელი და დამაფიქრებელი“, – ამბობს ანა დოლიძე.

იურისტის თქმით, ყოველ წელს მხილებულია 100-ზე მეტი ადამიანი არასრულწლოვნებთან მიმართებაში სხვადასხვა ტიპის სექსუალურ დანაშაულში. ამავე დროს საქართველოს პარლამენტი არის აბსოლუტურად ინერტული.