მაშველებმა მესტიაში ზვავის ქვეშ მოყოლილი ტურისტი გადაარჩინეს

მაშველებმა ზვავში მოყოლილი ტურისტი დროულად ამოიყვანეს, მამაკაცს ზედა კიდური ჰქონდა დაზიანებული, იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. მწვერვალ თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ქვეშ ჩეხეთის მოქალაქე მოყვა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები.

მაშველებმა ზვავში მოყოლილი ტურისტი დროულად ამოიყვანეს, მამაკაცს ზედა კიდური ჰქონდა დაზიანებული, იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა.