ზუგდიდში სკოლის დარაჯი გარდაცვლილი იპოვეს

დარაჯი სასკოლო ოთახში იპოვა მისმა ვაჟმა, მამაკაცს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. ზუგდიდის №2 საჯარო სკოლის დარაჯი სკოლაში, მისთვის განკუთვნილ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს - ამჟამად ტარდება ექსპერტიზა.

თბილისში ორი მამაკაცი დაჭრეს

სკოლის დირექტორმა ნინო ბულიამ ტელეკომპანია Rustavi2-ს აცნობა, რომ 57 წლის დარაჯი მისმა ვაჟმა ნახა. მისივე თქმით, მამაკაცს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება.

სკოლის დირექტორის თქმით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით 3 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით.