ქართველ ისტორიკოსს საფრანგეთში „შატობრიანის სახელობის პრემია” გადასცეს

შატობრიანის პრემია 1987 წლიდან გადაეცემა წლის საუკეთესო კვლევის, ისტორიული კვლევის ან ისტორიული ლიტერატურული ნაწარმოების ავტორს
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. ქართველ ისტორიკოსს, ლაშა ოთხმეზურს  წიგნისთვის „ბარბაროსა 1941 აბსოლუტური ომი” საფრანგეთში  “შატობრიანის სახელობის პრემია” გადაეცა, წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ეკა სირაძე-დელონე.

ქართველ ისტორიკოსს საფრანგეთში „შატობრიანის სახელობის პრემია” გადასცეს
„განსაკუთრებულად კარგი და მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა გუშინ, რომლის უყურადღებოდ დატოვებაც ნამდვილად არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ ჩვენი მედია ამ ამბით ჯერ არ დაინტერესებულა“, - წერს ეკა სირაძე-დელონე.
ლევან აკინის სკანდალურ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ აშშ-ის კინოთეატრებში აჩვენებენ

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შატობრიანის სახელობის პრემიის ძირითადი სამიზნე განმანათლებლების პერიოდის ისტორიის წიგნებია, ლაურეატებში გამონაკლისებიც არიან.

„საამაყო და სასიხარულოა, რომ ეს მნიშვნელოვანი აღიარება წელს გადაეცა ქართველ ისტორიკოსს ლაშა ოთხმეზურს და მის კოლეგას ხუან ლოპეზს მათი განსაკუთრებულად კარგი წიგნისთვის „ბარბაროსა 1941 აბსოლუტური ომი” (თარგმანი ჩემია). აღსანიშნავია, რომ ლაშა პირველი ქართველი ისტორიკოსია, რომელმაც ეს პრემია მიიღო“, - წერს საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი.

შატობრიანის პრემია 1987 წლიდან გადაეცემა წლის საუკეთესო კვლევის, ისტორიული კვლევის ან ისტორიული ლიტერატურული ნაწარმოების ავტორს. პრემიის ლაურეატებს ჯერ შატობრიანის სახლში ოფიციალურად გამოაცხადებენ, ხოლო შემდეგ საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის დარბაზში გადასცემენ.