ყვითელი ამბები

გაინტერესებთ, რა ფარული ნიჭი აქვს ნინო კუზანოვას? - ფოტო

ყველა კარგად იცნობს ნადირაძე-კუზანოვების ოჯახს. გუგამ და ნინომ ერთმანეთი სტუდენტობის პერიოდში გაიცნეს. მათი ოჯახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თვალყურს დიდი ინტერესით ადევნებენ. ნინო ნადირაძეს ძალიან უყვარს მოდურად ჩაცმა და ძვირფასი აქსესუარები
Sputnik

პროფესიით კარდიოლოგ-რეანიმატოლოგია, პარალელურად ტელეკომპანია „იმედის“ შოუს Prime Show ერთ-ერთი წამყვანია. ამავე ტელეკომპანიაში სამედიცინო სფეროზე გადაცემის წაყვანასაც გეგმავს. ნინო ნადირაძე-კუზანოვაზე მოგახსენებთ, რომელიც ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი, პაციენტებისთვის საყვარელი ექიმია და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია, ხოლო მაყურებლისთვის დახვეწილი იუმორის მქონე არაჩვეულებრივი ქალბატონია.

ნინო ნადირაძეს კარგი გემოვნება აქვს. მას მუდამ დახვეწილად აცვია და ძალიან უყვარს მოდური „ლუქებით“ სოციალურ ქსელში ახალ-ახალი ფოტოების დადება. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულმა ფოტომ, სადაც ჩანს, რომ ინგლისის სამეფო კარის პრინცესას ქეით მიდლტონს მისნაირი საყურე უკეთია, სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ნინოს თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ საყურე მას უფრო უხდება.

ნინო ნადირაძე-კუზანოვასა და მის მეუღლეს გუგა კუზანოვს შესანიშნავი სამსართულიანი სახლი აქვთ, რომელსაც 4 წელი აშენებდნენ. სახლს დიდი ეზო აქვს და სამ სართულზე სხვადასხვა ოთახებია განაწილებული. მისაღები და სამზარეულო, ასევე გუგას კაბინეტი პირველ სართულზეა. მეორე სართულზეა განთავსებული საძინებლები აბაზანებით. მესამე სართულზე ბარია, ასევე ნინოს დიდი საგარდერობე ოთახი. სახლს დიდი ტერასები აქვს, რომლებიც ჯერ არ არის ბოლომდე ათვისებული, ისევე, როგორც ეზო.

კუზანოვების ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარი მასმედია ხდება. კარდიოლოგი დიდი სიხარულით მასპინძლობს სხვადასხვა გადაცემებს და ტელეეკრანებზე ინტენსიურად ჩნდება. გუგა და ნინო ერთად გატარებულ ერთ რუტინულ დღეს ყველას უზიარებენ. ნინო საკუთარ გარდერობსაც კი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და ქალბატონების აღფრთოვანებული კომენტარები არ წყდება. ცოტა ხნის წინ ნინო ნადირაძემ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ექიმი არაჩვეულებრივად ხატავს.