მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლიკვიდირებულია მსროლელი, რომელმაც ტაილანდში 27 ადამიანი მოკლა

შეიარაღებულმა სამხედრო მოსამსახურემ სავაჭრო ცენტრ Terminal 21-ის მიმდებარე ტეროტორიაზე სროლა ატეხა და მძევლები აიყვანა
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ტაილანდში სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულია ჯარისკაცი, რომელმაც სროლა ატეხა, იუწყება РИА Новости.

ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქალაქ ნაკჰონრატჩასიმას სავაჭრო ცენტრში ტაილანდის სახმელეთო არმიის სერჟანტმა სროლა ატეხა. მამაკაცი თავის ნაწილში იყო სროლის ინსტრუქტორი და სნაიპერი, რომელმაც მომზადება სპეცდანიშნულების ძალების პროგრამით გაიარა.

ქართულ-აზერბაიჯანულ საზღვარზე მამაკაცმა მძევლად მესაზღვრე აიყვანა

ქვეყნის პრემიერ-მინისტრ პრაიუტ ჩან-ოჩას თქმით, ტაილანდში სავაჭრო ცენტრზე სამხედრო პირის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 27 და დაიჭრა 51 ადამიანი.

მსროლელის ლიკვიდაციის სპეცოპერაცია 12 საათს გაგრძელდა. გაქცევის მცდელობისას მამაკაცმა დაჭრა სპეცნაზის ორი თანამშრომელი, ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა.

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა სამხედრო მოსამსახურემ სოციალურ ქსელებში რამდენიმე ფოტო და ვიდეო ატვირთა და ერთ-ერთ ჩანაწერზე ის ამბობს, რომ დაიღალა.