გარდაბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

უწყების ცნობით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის" 220 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა გარდაბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენი უცხოელი გააძევეს საქართველოდან 2019 წელს

უწყების ცნობით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის" 220 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის  260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.