ყვითელი ამბები

ანუკი არეშიძე ავარიაში მოყვა? - დიზაინერი ფოტოს აქვეყნებს

ანუკი არეშიძის და კახა კალაძის დიდი ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. სუპერ-მოდური, თვალშისაცემი და დახვეწილი დიზაინერი მოდის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს
Sputnik

კალაძეების ოჯახზე საუბარი და მათი ოჯახის წევრების განხილვა არასდროს წყდება. კახა კალაძე საზოგადოებამ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობამდე სპორტით გაიცნო. ანუკის სოციალური ქსელის მიმდევრების დაინტრიგება არ უყვარს. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდის მანძილზე ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოხვდა.

საზოგადოების აღფრთოვანებას ანუკი არეშიძის დახვეწილი გარეგნობა, ჩაცმის სტილი და გაწონასწორებული საუბარი იწვევს. მის ოფიციალურ გვერდზე წამყვანი ბრენდების დიზაინერები არიან ჩასაფრებული. მოდური ტაბლოიდები, მათ შორის უცხოური, ანუკიზე თვეში რამდენჯერმე წერენ და მის ფოტომასალებს გამოცემების ყდებზე ბეჭდავენ. აღსანიშნავია, რომ ანუკიმ საკუთარი ხელითა და ხედვით შექმნილი კაბები მსოფლიოს მოდის მოყვარულ ქალებს მოკლე დროში შეაყვარა. სელებრითებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სელებრითი ანუკია, მას 400 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.

ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.

ცოტა ხნის წინ ანუკიმ Instagram-ის „სთორიში“ დაზიანებული ავტომანქანის ფოტო გამოაქვეყნა. უცნობია დიზაინერი ავარიაში მოყვა, თუ აღნიშნულმა ფოტომ დიზაინერი უბრალოდ მოხიბლა და მისი გაზიარება სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის გადაწყვიტა.