თბილისის მეტროში შეფერხება „დელისზე“ ხანძარმა გამოიწვია

მეტროს სადგურ „დელისზე“ ხის შპალი დაიწვა. ხანძარი ლიკვიდირებულია. თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზმა“ მუშაობა განაახლა.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხება მეტროს სადგურ „დელისზე“ ხანძარმა გამოიწვია, იუწყება პირველი არხი.

თბილისის მეტროში შეფერხებაა >>

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მეტროს სადგურ „დელისზე“ ხის შპალი დაიწვა.

ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზმა“ მუშაობა განაახლა.