თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 36 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით,  დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და რვა საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.