მაია ასათიანი: „შეიძლება სულელი ქალის პასუხივით ჟღერდეს, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ“...

მაია ასათიანი პროფესიისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს, იხსენებს დაუშვია თუ არა შეცდომები და ამბობს რა სახის შეცდომებზეა საუბარი.
Sputnik

 

მაია ასათიანი: „შეიძლება სულელი ქალის პასუხივით ჟღერდეს, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ“...
„ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ რაღაც ისეთი არ უნდა გააკეთო, რაც არ გეკადრება. რადგან ის აუცილებლად ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდება. ჟურნალისტური შეცდომები დამიშვია, ეთიკური შეცდომებიც, არასწორადაც მოვქცეულვარ. ექსკლუზივის გამო განსაკუთრებით რეპორტიორობის დროს ყურებზეც დავმდგარვარ. ჩვენს პროფესიაში მთავარია, თუ კარს დაგიკეტავენ ფანჯრიდან გადახვიდე. მთავარია, ადამიანად დარჩე. ძალიან დიდი დოზით და მწარედ ვცდილობ გულთან არაფერი მივიტანო. იმისთვის, რომ კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი ნარკოტიკი არ მჭირდებოდა“- ამბობს მაია ასათიანი სატელევიზიო გადაცემაში.  

ტელეწამყვანი მაია ასათიანი ამბობს: „პირადი ცხოვრება ხანდახან პროფესიული მიზნის გამო დამიზარალებია. მიზნისთვის კი ბევრ რამეზე შემიძლია წასვლა, მაგრამ „მიზანი ამართლებს საშულებას“-ჩემი ცხოვრების დევიზი არ არის.“