ყვითელი ამბები

„გავიმეოროთ?“ - ნახეთ რამ დააყენა კრისტი ყიფშიძე ნოსტალგიურ ხასიათზე - ფოტო

გიორგი ყიფშიძის ყოფილი მოდელი მეუღლე გამორჩეულია გარეგნობით. 40 წელს გადაცილებული მოდელი დღემდე აღფრთოვანებას იწვევს. ცოტა ხნის წინ მისმა ყოფილმა ქმარმა 20 წლით უმცროს გოგონაზე იქორწინა და მისგან შვილს ელოდება
Sputnik

მსახიობი გიორგი ყიფშიძე კრისტი ყიფშიძეზე ადრეულ ასაკში დაქორწინდა. თბილისში გაზრდილი სომხური წარმომავლობის მოდელი უცხო გარეგნობით გამოირჩევა. მას ხშირად ესპანელ მსახიობს პენელოპა კრუზს ადარებენ. წყვილს ერთი ქალიშვილი ნატალია ყიფშიძე ჰყავს, რომელმაც სკოლა ახლახან დაამთავრა და მომავალი ციფრულ მედიას დაუკავშირა.

1994 წლიდან ქართული პოდიუმის უცვლელი სახე კრისტი ყიფშიძე 42 წლის ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება და სარეკლამო ფოტოსესიებსა თუ ქართული დიზაინერების ჩვენებებში დღემდე აქტიურად მონაწილეობს. სოციალურ ქსელებში კრისტი არაერთ თამამ ფოტოს აქვეყნებს. კრისტი იუბილარი იყო. საკუთარ დაბადების დღეზე მოდელი თურქეთში გაემგზავრა და შესაშური არდადეგები მოიწყო. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა მსახიობი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მისი გაბრწყინებული თვალები ყველამ შენიშნა. ამის შესახებ თაყვანისმცემლები კომენტარებში წერდნენ.

მოდელს მრავალფეროვანი და ტრენდული გარდერობი აქვს. სიფრიფანა კაბები, საღამოს ულამაზესი ტანისამოსი, ე.წ „Casual–ყოველდღიური“ სტილი ამშვენებს მის ტანს. ქართველ ვარსკვლავებს შორის კრისტი გემოვნებიანი ჩაცმულობით გამოირჩევა. გამომწვევი ულტრამოდური ვარდისფერი საცურაო კოსტიუმის გარდა, კრისტი ჩვეულებრივ შავ ბიკინიშიც არაჩვეულებრივად და თვალისმომჭრელად გამოიყურება. წლის ტენდენციური „ლუქები“ არასდროს ავიწყდება.

„ფოლოვერებს“ ჩაცმის განსაკუთრებულ ვარიანტებს უზიარებს. კრისტი იმ ქალბატონებისთვისაა სამაგალითო, რომელთა ასაკი 40 წელს აღემატება, ამიტომ მისი სხეული მუდმივი განხილვის საგანია. ცოტა ხნის წინ მოდელმა Instagram-ზე ტაილანდში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის არაჩვეულებრივად გამოიყურება. როგორც ჩანს, კრისტის ზღვა და მზე ძალიან მოენატრა და მეგობარს მოგზაურობის განმეორებას სთხოვს.