ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 10 თებერვალს

საქართველოს დედაქალაქში მზიანი, მაგრამ ცივი ამინდი იქნება. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა -4 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +1 გრადუსია ნავარაუდევი.
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ორშაბათს, 10 თებერვალს მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 08:03 საათზე ამოვა და 18:27 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა -4 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.