ყვითელი ამბები

ნახეთ რა გულის ამაჩუყებელი სიურპრიზი მოუწყო თეა დარჩიას შვილმა დაბადების დღეზე – ვიდეო

სუხიშვილების მოცეკვავე თეა დარჩიას ოთხი შვილი ჰყავს – 28 წლის მარიამი, 18 წლის მირიანი, 9 წლის იოანა და 6 წლის გაბრიელი. მცირეწლოვან ბავშვებს თეასთვის ხელი არ შეუშლიათ, რომ ყოველთვის წარმატებული და აქტიური ყოფილიყო.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. გუშინ ცნობილი მოცეკვავის თეა დარჩიას დაბადების დღე იყო. მას შვილმა მარიამ მათიაშვილმა განსაკუთრებული სიურპიზი მოუმზადა – მილოცვების მთელი კასკადი ერთ ვიდეოში მოაქცია.

თეას დაბადების დღე ამ ვიდეოს საშუალებით მიულოცეს ნინო და ილიკო სუხიშვილებმა და მისთვის საყვარელმა კიდევ უამრავმა ადამიანმა. მოცეკვავემ ვიდეო თავად გამოაქვეყნა და მილოცვების ავტორებს და ასევე მარიამს დიდი მადლობა გადაუხადა.

სუხიშვილების მოცეკვავე თეა დარჩიას ოთხი შვილი ჰყავს – 28 წლის მარიამი, 18 წლის მირიანი, 9 წლის იოანა და 6 წლის გაბრიელი. მცირეწლოვან ბავშვებს თეასთვის ხელი არ შეუშლიათ, რომ ყოველთვის წარმატებული და აქტიური ყოფილიყო. გენეტიკის წყალობით ფორმაშიც მალევე დგებოდა და საყვარელ საქმეს უბრუნდებოდა. თეას შვილები ისე გაიზარდნენ, რომ ძიძა არც ერთისთვის არ აუყვანია, ძირითადად ოჯახის წევრები – დედა და და ეხმარებოდნენ, თუმცა ამ საქმეში ძირითადი წვლილი მაინც მის მეუღლეს მიუძღვის.