COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს სამ მოქალაქეს ჩინეთიდან შაბათს დააბრუნებენ

ჩინეთში საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას თქმით, ამ დროისათვის ჩინეთიდან მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანია ახორციელებს ფრენებს და ბილეთების ფასები საკმაოდ მაღალია. 
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ჩინეთიდან საქართველოს სამ მოქალაქეს სამშობლოში შაბათს, 8 თებერვალს ჩამოიყვანს, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გარდაიცვალა ექიმი, რომელმაც პირველმა გააფრთხილა მსოფლიო კორონავირუსის შესახებ

აეროპორტების გაერთიანებამ აღნიშნული დავალება უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ქართული ოჯახი ჩინეთიდან ფრენების გაუქმების გამო ვერ ახერხებდა ქვეყანაში დაბრუნებას. ჩინეთში საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას თქმით, ამ დროისათვის ჩინეთიდან მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანია ახორციელებს ფრენებს და ბილეთების ფასები საკმაოდ მაღალია. 

„კონტაქტზე ვართ ჩვენს სამ მოქალაქესთან, რომლებსაც, როგორც თავად აცხადებენ, ფინანსური პრობლემები აქვთ. ცხადია, საელჩოს შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გააჩნია, რომ კონკრეტულად მათთვის გამოყოს თანხა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ კონტაქტზე ვართ შესაბამის უწყებებთან საქართველოში და ვეცდებით, მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა მანამდე არჩილ კალანდიამ. 

საბოლოოდ პრობლემა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოაგვარა და საქართველოს მოქალქეები ხვალ დაბრუნდებიან სამშობლოში. თუმცა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ არ აკონკრეტებს, რომელ ავიაკომპანიასთან მოახერხა მოლაპარაკება.

მანამდე ჩინეთიდან საქართველოს მოქალქეების ევაკუაცია თურქეთისა და საფრანგეთის დახმარებით მოხერხდა. მათგან ორი ეპიდემიის ეპიცენტრიდან, ქალაქ უჰანიდან გამოიყვანეს. 

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, დღეისათვის ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის მსხვერპლთა რაოდენობამ ჩინეთში 636 ადამიანი შეადგინა, ინფიცირებულია 31 161 ათასი კაცი, საავადმყოფოებიდან გაეწერა 1540 პაციენტი. ინფიცირებულთაგან მძიმე მდგომარეობაშია 4 821 კაცი. გარდა ამისა, რეგისტრირებულია კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვის 26,4 ათასი შემთხვევა. ამასთან ამ დროისათვის მედიკოსები აკვირდებიან 186 ათას კაცს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან.