უკრაინიდან სააკაშვილის გაძევებისთვის შესაძლოა მესაზღვრეებმა პასუხი აგონ

2019 წლის ნოემბერში უკრაინის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო სააკაშვილის რეადმისია პოლონეთში, რის შემდეგაც ექს–გუბერნატორმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ყოფილი მესაზღვრეები, რომლებმაც 2018 წელს ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, უფლებამისოლების გადაჭარბებაში არიან ეჭვმიტანილი, ნათქვამია უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს საიტზე

უკრაინის სასამართლო: სააკაშვილის რეადმისია პოლონეთში კანონიერი იყო

უკრაინის ხელისუფლებამ 2018 წელს სააკაშვილი პოლონეთში გააძევა იმ ტერიტორიიდან, საიდანაც ის იმავე წლის შემოდგომაზე, მესაზღვრეებისა და პოლიციის კორდონის გარღვევით შევიდა უკრაინაში. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ექს–გუბერნატორმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, გააუქმოს სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება მისი პოლონეთში რეადმისიის შესახებ.

„გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ცენტრალური აპარატის გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ოდესის ოლქსა და კიევში და გამოთქვეს ეჭვი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებასთან დაკავშირებით უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფების ყოფილი ხელმძღვანელობის მხრიდან“, — ნათქვამია უწყების საიტზე.

გამოძიების ვერსიით, აღნიშნული უწყების ოპერატიული დეპარტამენტის ექს–ხელმძღვანელებმა  „უკანონოდ დააკავეს და პოლონეთის რესპუბლიკაში გაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი 2018 წლის თებერვალში“.

უწყებაში აღნიშნეს, რომ თუ ეჭვმიტანილებს ბრალი დაუმტკიცდებათ, მათ შესაძლოა სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდეთ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ნოემბერში უკრაინის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო სააკაშვილის რეადმისია პოლონეთში, რის შემდეგაც ექს–გუბერნატორმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.