მეცნიერების დასკვნა: ადამიანებს ძაღლები უფრო ეცოდებათ, ვიდრე თანამოძმეები

მეცნიერები კვლევის პროცესში სტუდენტებს სხვადასხვა მსხვერპლს „სთავაზობდნენ“: ერთი წლის ბავშვს, 30 წლის ადამიანს, ლეკვსა და 6 წლის ძაღლს. ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს უტარებდნენ ტესტს ემპათიაზე, ანუ თანაგრძნობის უნარზე. 
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ერთსა და იმავე ვითარებაში ადამიანები ძაღლების მიმართ უფრო მეტ თანაგრძნობას გამოხატავენ, ვიდრე თავიანთი მსგავსებისადმი, ნათქვამია ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაში, რომელიც ჟურნალ Society & Animals-ში დაიბეჭდა. 

ძაღლმა პატრონი კორონავირუსისგან იხსნა: ვრცელდება საოცარი ისტორია

ბოსტონელმა სწავლულებმა 240 სტუდენტს აჩვენეს საგაზეთო პუბლიკაცია, რომელშიც მოთხრობილი იყო, თუ როგორ დაესხა ბეისბოლის ჯოხით შეიარაღებული ბოროტმოქმედი მსხვერპლს, რომელიც პოლიციამ უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა ნაფლეთი ჭრილობებითა და მოტეხილი ფეხით.

ამასთან მეცნიერები კვლევის პროცესში სტუდენტებს სხვადასხვა მსხვერპლს „სთავაზობდნენ“: ერთი წლის ბავშვს, 30 წლის ადამიანს, ლეკვსა და 6 წლის ძაღლს. ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს უტარებდნენ ტესტს ემპათიაზე, ანუ თანაგრძნობის უნარზე. 

უტყუარი დიაგნოსტიკა: ძაღლი შესაძლოა საშიშ დაავადებაზე გაფრთხილებთ, თუ...

გაირკვა, რომ კვლევაში მონაწილე სტუდენტები ერთნაირად ძლიერად თანაუგრძნობდნენ ლეკვს, ძაღლსა და ბავშვს, ხოლო მოზრდილ ადამიანს — ნაკლებად.
აღნიშნულის საფუძველზე მეცნიერებმა ორი დასკვნა გამოიტანეს:

  • ადამიანები საკუთარ ძაღლებს ცხოველებად კი არა, უფრო ღუნღულაბეწვიან ბავშვებად, ან ოჯახის ისეთივე წევრებად აღიქვამენ, როგორებიც მათი შვილები არიან;
  • თანაგრძნობის უნარზე, როგორც ჩანს, გავლენას ახდენს მსხვერპლის უმწეობის გააზრება. შესაბამისად, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გამოიწვია უფროსი ასაკის ადამიანმა ნაკლები თანაგრძნობა მსხვერპლის რანგში, შესაძლოა ისიც იყოს, რომ ის თავად მიიჩნიეს დამნაშავედ მომხდარში. 

9/11: ამერიკის ეროვნული გმირი ძაღლები – სულისშემძვრელი ისტორიები

მსგავსი კვლევა მანამდე საქველმოქმედო სამედიცინო ორგანიზაცია „ჰარისონის ფონდმაც“ ჩაატარა. ორგანიზაციამ ორი განცხადება გამოაქვეყნა, რომლებითაც 5 ევროს ჩარიცხვას ითხოვდა, რათა ჰარისონი „ნელი და მტანჯველი“ სიკვდილისგან ეხსნათ. ერთი განცხადების მიხედვით ჰარისონი ძაღლი იყო, მეორესი კი — ადამიანი. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ძაღლის გამო გაღებული შემოწირულობა ბევრად აღემატებოდა ადამიანისთვის გაღებულს.