ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვისა და ლიპყინულის გამო საქართველოს გზებზე მოძრაობა გუშინაც იყო შეზღუდული, შემდეგ კი ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგა.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

აკრძალვები მოქმედებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 36-62 კმ მონაკვეთზე.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.