ყვითელი ამბები

ნიკოლა კალაძე პირველ სიტყვებს წარმოთქვამს – ანუკი არეშიძე უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

ანუკი და კახა კალაძეების უმცროსმა ვაჟმა ლაპარაკი დაიწყო. პატარა ბიჭუნა სიტყვების წარმოთქმას ცდილობს. ანუკი არეშიძე საყვარელ შვილს ალაპარაკებს და ვიდეოს აქვეყნებს. ნახეთ, რა სიტყვებს წარმოთქვამს ნიკოლა კალაძე.
Sputnik

ანუკი არეშიძე უსიმპათიურესი ვაჟების სურათების გაზიარებას არ წყვეტს. საზოგადოებას ბავშვების გართობა-მოგზაურობის ფოტო-ვიდეოებს აქტიურად უზიარებს. მის ობიექტივში ვაჟები ყველაზე საყვარელ ვითარებაში ხვდებიან. დიზაინერი ნიკოლა კალაძეს სიტყვების წარმოთქმაში ავარჯიშებს. პატარა ბიჭუნამ პირველი სიტყვები დედის დახმარებით თქვა. ნიკოლა კალაძე საფრანგეთში დაიბადა. ანუკი არეშიძემ ვაჟი 2018 წლის სექტემბერში გააჩინა. წყვილი შვილის სახეს დიდი ხნის მანძილზე მალავდა.

აღნიშნული ვიდეო ანუკიმ საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა. უფროსი ვაჟები საკუთარი საქმით არიან დაკავებული, ხოლო ანუკი და ნიკოლა განმარტოვდნენ. პატარა ბიჭი ლაპარაკს იწყებს. მისი პირველი სიტყვები, რა თქმა უნდა, დედას უკავშირდება. ანუკი სთხოვს, რომ სიტყვა „დედა“ წარმოთქვას. ნიკოლა დიდი სიხარულით ამბობს დედას და ანუკის ბედნიერებას ანიჭებს.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლა კალაძე დედას ძალიან ჰგავს. პატარა ბიჭმა მშობლების ცხოვრების რიტმი შეცვალა. როგორც ანუკი აღნიშნავს, ბიჭები მისი მოტივატორები არიან. ანუკი არეშიძე და კახა კალაძე შვილებში დიდ სიყვარულსა და მეგობრობას აღვივებენ. პატარა ბიჭები ერთმანეთს უვლიან და უფროსები დედას უმცროსების აღზრდაში ეხმარებიან. ანუკი არეშიძემ ამის დასტურად ჯვრისწერის ფოტოები არაერთხელ გამოაქვეყნა. სურათებზე უფროსი ვაჟი ლევანი ყველაზე პატარა ნიკოლას ხელით დაატარებდა, რომ არ დაღლილიყო. ანუკიმ აღნიშნა, რომ ბედნიერია ლევანისა და დანარჩენი ვაჟების არსებობით, რადგან ისინი ძალიან მეგობრობენ.