კახი ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს

კახი ბექაური 2014 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრია, ხოლო 2017 წლიდან კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებმა კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომისიის ცნობით, კახი ბექაური კომისიის წევრებმა ერთხმად აირჩიეს. ის  ბექაური კომისიას მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

დავით ნარმანია სემეკ-ის თავმჯდომარე ოფიციალურად გახდა

საქართველოს პარლამენტმა კახი ბექაური კომისიის წევრად ექვსი წლის ვადით, 11 დეკემბერს მეორედ აირჩია.

კახი ბექაური 2014 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრია, ხოლო 2017 წლიდან კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, კომისიის წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წარდგინების შემდეგ. შემდგომ კომისიის წევრები ირჩევენ თავმჯდომარეს, სამი წლის ვადით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მონოპოლიის დაუშვებლობა, კონკურენციის ხელშეწყობა და გამჭვირვალე მარეგულირებელი გარემოს შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.