გორში ხანდაზმული ქალის ცხედარი აბაზანაში იპოვეს

მომხდარზე გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ქალაქ გორში აბაზანაში ხანდაზმული ქალის ცხედარი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

გაზის დეტექტორების დამონტაჟება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

პირველი არხის ინფორმაციით, 60 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი მხუთავი აირი გახდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.