ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის სავალი ნაწილი რამდენიმე საათით შევიწროვდა

გვირაბის სავალი ნაწილის შევიწროვება დაგეგმილი სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების  გამო გახდა საჭირო.
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში გზის სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ზემო ლარსი დღეს: გუდაური–კობის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

„გვირაბში, მიმდინარე წლის 6 თებერვლის 18:30 სთ-დან 7 თებერვლის 03:30 სთ-მდე დაგეგმილი სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, საჭიროა გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში

 ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბი საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარეობს. 

 საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.