ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა ისნის რაიონში, დოდაშვილის ქუჩაზე დღეს მოხდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ინდოეთის მოქალაქეა. მოკლული და სავარაუდო დამნაშავე მეზობლები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან - 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.