საქართველოს საგარეო უწყება თურქეთს მომხდარი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს

თურქეთის აღმოსავლეთით, ვანის პროვინციაში ორი ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში ზვავის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს, ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში" გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთში ზვავს 23 ადამიანი ემსხვერპლა - ვრცელდება ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

თურქეთის აღმოსავლეთით, ვანის პროვინციაში, ბახჩესარაის რაიონში ზვავი ოთხშაბათს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 38 და დაშავდა 53 ადამიანი.

„უდიდეს მწუხარებას გამოვხატავთ აღმოსავლეთ თურქეთში ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაციის გამო. გვსურს გულწრფელი სამძიმარი, სოლიდარობა და თანაგრძნობა გამოვუცხადოთ ზვავის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს", – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ზვავმა ოთხშაბათს, დღისით სამი მიკროავტობუსი დაფარა, ზვავის განმეორებისას კი თოვლის საფარქვეშ მაშველებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც სტიქიის ზონაში დაკარგულთა სამძებრო ოპერაციას ასრულებდნენ. ადგილობრივი მაშველების დასახმარებლად შემთხვევის ადგილზე ანკარიდან სპეციალური აღჭურვილობით სამხედრო თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლის ბორტზეც იმყოფებოდა ჯანდარმერიის სპეცდანიშნულების რაზმის 75 და სამაშველო სამსახურების 10 თანამშრომელი.