ავიაკატასტროფა სტამბულის აეროპორტში: თვითმფრინავი ნაწილებად დაიშალა – ფოტო

Sputnik

ოთხშაბათს, საღამოს ავიაკომპანია Pegasus-ის თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს იზმირი–სტამბული, საბიჰი გიოქჩენის აეროპორტში დაჯდომისას ბილიკის ფარგლებს გასცდა და სამ ნაწილად დაიშალა.

თვითმფრინავმა აეროპორტის ღობე გაანგრია და 30-40 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა საავტომობილო გზის მახლობლად.

ბორტზე სულ 183 ადამიანი იმყოფებოდა – 177 მგზავრი, მათ შორის ორი ბავშვი, და ეკიპაჟის ექვსი წევრი. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო 179 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი უამინდობა გახდა.

აეროპორტი დაკეტილია, თურქეთის გენერალური პროკურატურა მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.

1 / 12
სტამბოლის აეროპორტში ხუთ თებერვალს სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა
2 / 12
თურქული კომპანია Pegasus Airlines-ის ლაინერი ასრულებდა რეისს იზმირი - სტამბოლი
3 / 12
თვითმფრინავში 183 ადამიანი იმყოფებოდა
4 / 12
ავიაკატასტროფა დაშვების შემდეგ მოხდა. თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს გასცდა და მის ღობეს დაეჯახა
5 / 12
თვითმფრინავმა აეროპორტის ღობე დაანგრია და დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
6 / 12
ინციდენტის შედეგად ლაინერი სამ ნაწილად დაიშალა
7 / 12
ხომალდის აეროპორტის გვერდით ავტომაგისტრალზე აღმოჩნდა
8 / 12
წინასწარი ინფორმაიით, კატასტროფის მიზეზი უამინდობა გახდა
9 / 12
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 179 საავამდყოფოებში გადაიყვანეს
10 / 12
თურქეთის გენერალური პროკურატურა შემთხვევის მიზეზებს იძიებს
11 / 12
რია ნოვოსტის ინფორმაციით, მსგავსი ინციდენტი იგივე აეროპორტში 7იანვარსაც მოხდა, კომპანია Pegasus-ის Boeing 737 იგივე აეროპორტში არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ჩაფრინდა
12 / 12
მაშინ 164 მგზავრიდან არცერთი დაშავებულა