სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის დაკეტილია

უამინდობის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. საქართველო-სომხეთის საზღვარზე, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტრანსპორტისთვის აკრძალვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზემო ლარსი დღეს – გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია

რთული მეტეოროლოგიური პირობების, ძლიერი ქარისა და ნამქერების გამო შეზღუდვა საავტომობილო გზის 90-112-ე კმ მონაკვეთზე დაწესდა.

აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.