მარტყოფის მონასტერში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. გარდაცვლილი  ახალგაზრდა მონასტრის სენაკში იპოვეს.
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე ღვთაების მონასტერში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

კლდეში ნაკვეთი ისტორია – ყირიმის ულამაზესი ეკლესია-მონასტრები

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მონასტრის სენაკში იპოვეს. მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფის ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება. მისი ინფორმაციით, მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები.

„როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიკურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.