„ეს დილეტანტების სპეკულაციაა“ - რუსმა დიპლომატმა კომენტარი გააკეთა

ელჩის თქმით, აუშვიცის სიკვდილის ბანაკის არსებობა საბჭოთა ჯარისკაცებმა არ იცოდნენ, სანამ მის ტერიტორიაზე არ მოხვდნენ და საკუთარი თვალით არ ნახეს, რა ხდებოდა იქ
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. პოლონეთის განცხადებები იმის ტაობაზე, რომ საბჭოთა ჯარები განზრახ აგვიანებდნენ ვარშავისა და ოსვენციმის გათავისუფლებას, დილეტანტების უპასუხისმგებლო სპეკულაციებია, განაცხადა რუსეთის ელჩმა პოლონეთში სერგეი ანდრეევმა РИА Новости–სთან ინტერვიუში.

აშშ-ის საელჩო პოსტს აქვეყნებს, რუსეთის საელჩო აპროტესტებს: ვინ გაათავისუფლა ოსვენციმი

მანამდე პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ რუსეთი ისტორიის ფალსიფიცირების მცდელობაში დაადანაშაულა და  განაცხადა, რომ ოსვენციმის ტყვეთა ბანაკი ნახევარი წლით ადრე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ „საბჭოთა არმია აუშვიციდან 200 კილომეტრში გაჩერდა და შეტევა არ იჩქარა“.

„იმის მტკიცება, რომ საბჭოთა ჯარები განზრახ აგვიანებდნენ ვარშავის ან ოსვენციმის გათავისუფლებას — ეს დილეტანტების ან იმ ადამიანების უპასუხისმგებლო სპეკულაციებია, რომლებიც განზრახ ამახინჯებენ ისტორიას“, — განაცხადა ანდრეევმა.

მისი თქმით, პოლონეთის გათავისუფლებას 600 ათასზე მეტმა საბჭოთა ჯარისკაცმა და ოფიცერმა შესწირა თავი.

  • „თანამედროვე პოლონეთში უარყოფენ, რომ ჩვენმა მაომრებმა ეს ქვეყანა გაათავისუფლეს... როგორც ჩანს, სურთ, რომ მაშინ კიდევ მეტი ჩვენი ჯარისკაცი დაღუპულიყო“, — თქვა დიპლომატმა.

ელჩის თქმით, რაც შეეხება აუშვიცის სიკვდილის ბანაკს, საბჭოთა ჯარისკაცებმა მისი არსებობა არც იცოდნენ იმ მომენტამდე, სანამ მის ტერიტორიაზე არ მოხვდნენ და საკუთარი თვალით არ ნახეს, რა ხდებოდა იქ.