ყვითელი ამბები

„18 წლის არ გავთხოვდებოდი!“- თიკა ჯამბურია სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

ბავშვობაში დაწყებული კარიერა რთულად განვითარდა. დიდი ხანია თიკა ჯამბურია ახალი სიმღერებით საკუთარ მსმენელს არ ანებივრებს. პაუზის მიუხედავად, მის გარშემო სკანდალები არ წყდება. მომღერალმა ფანების კითხვებს გულწრფელად უპასუხა
Sputnik

თიკა ჯამბურია შოუ-ბიზნესში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, სკანდალებში რამდენჯერმე გაეხვა.

ზაფხულში, 23 ივლისს, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც თიკა ფაცაცია ოჯახის წევრებთან ერთად გადაიღეს. ქართველი მომღერალი  სამართალდამცველებმა დედასთან ერთად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამო დააკავეს. მას თან ერთადერთი ქალიშვილი ახლდა, რომელმაც დიდი სტრესი გადაიტანა. პოლიციაში თიკა ჯამბურია შვილთან და დედასთან ერთად საპატრულო პოლიციის მანქანით წაიყვანეს. აღნიშნულ ვიდეოზე თიკა დახმარებას ითხოვდა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თიკა ჯამბურია ადრეულ ასაკში დაოჯახდა. ცნობილი მომღერალის პირველი მეუღლე ბექა ხოფერია იყო.  მათ ერთმანეთი 7 წელი უყვარდათ. დაოჯახების შემდეგ ორი წელი ერთად ცხოვრობდნენ. მათ ქორწილს მთელი საქართველო განიხილავდა.

თიკას და ბექას პატარა ნინა ჰყავთ. განქორწინება თიკას ინიციატივა იყო, მიუხედავად ყველაფრისა, თიკას დედამთილთან კარგი ურთიერთობა აქვს. ნინა ბებიას ხშირად სტუმრობს და მამასთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

თუმცა, თიკამ საკუთარ Instagram- ზე მორიგი ემოციური სიტყვები დაწერა. მომხმარებლის კითხვაზე თუ რას შეცვლიდა ცხოვრებაში, დროის დაბრუნება რომ შეეძლოს, მომღერალმა გულახდილი პასუხი გასცა. „18 წლის არ გავთხოვდებოდი...“- წერს თიკა.

მორიგი სკანდალი თიკას გარშემო სულ ცოტა ხნის წინ აგორდა. მან საჯაროდ აღიარა, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი ღალატი და ურთიერთობაში მესამე ადამიანის ჩარევა გახდა. ამის შესახებ მან ია ფარულავას რეიტინგულ გადაცემაში „ფარულ კონვერტში“ ისაუბრა.