ყვითელი ამბები

„მხოლოდ ქართულს“ ახალი გამარჯვებული ჰყავს

თამთა პროექტის ერთ–ერთი გამორჩეული მონაწილე იყო. მისი შესრულება ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა, როგორც ჟიურიში, ასევე მაყურებელში
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. მუსიკალური პროექტის „მხოლოდ ქართულის” მესამე სეზონის გამარჯვებული თამთა ხუხუნაიშვილი გახდა.

ჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილებით, საუკეთესო ათეულიდან რჩეულ ფინალისტებში მოხვდნენ – ანა ქურთუბაძე, გიორგი ძოწენიძე, თამთა ხუხუნაიშვილი და ნინი შონია. ყველა ფინალისტმა სხვადასხვა კომპანიისგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღო.

თამთა პროექტის ერთ–ერთი გამორჩეული მონაწილე იყო. მისი შესრულება ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა, როგორც ჟიურიში, ასევე მაყურებელში. მაყურებელს კარგად ახსოვს ის კონცერტი, სადაც თამთას მიერ შესრულებულმა „აჩრდილივით სულ თან დაგდევ“ ჟიური ფეხზე წამოაყენა და ერთ-ერთი წევრი ნიკა გვარამია მასთან სცენაზეც კი ავიდა. თამთა ხუხუნაიშვილმა, სიმღერის საოცრად შესრულების გამო უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.