სტეფანწმინდა-კობის გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

მანქანაში სამი მოქალაქე იმყოფებოდა. ერთი მგზავრი ქალი ამოყვანილია უვნებლად,  ერთიც დაშავებულია, რომლის ამოყვანის ოპერაციაც მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. სტეფანწმინდა-კობის გზის მონაკვეთზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის

ვითარება გზებზე: რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა პრობლემები შექმნა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზვავმა მანქანა ხევში გადააგდო.

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში სამი მოქალაქე იმყოფებოდა. ერთი მგზავრი ქალი ამოყვანილია უვნებლად,  ერთიც დაშავებულია, რომლის ამოყვანის ოპერაციაც მიმდინარეობს.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.