საქართველოს მორიგი რეკორდი: ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა იზრდება

სამთო-სათხილამურო კურორტებზე თოვლთან და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ტურისტების რაოდენობამ ქვეყანაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი -  Sputnik. 2020 წლის იანვარში საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასალებში.

უთოვლობამ ქვეყნის სამთო სათხილამურო კურორტებს ბევრი პრობლემა შეუქმნა. გარდა ამისა, გუდაურსა და ბაკურიანში ახალი წლის წინ წყალმომარაგების პრობლემა შეიქმნა. როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტეს, პრობლემა უკავშირდებოდა უთოვლობას კურორტებზე - დაშრა რეზერვუარები, რომლებიც თოვლით ივსებოდა.

„ზამთარი მოგვპარეს“ - ეკოლოგმა განმარტა, რატომ არ თოვს საქართველოში >>

2020 წლის იანვარში საქართველოში 633 ათასი საერთაშორისო მოგზაური იმყოფებოდა. საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა კი 523,6 ათასს მიაღწია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 363,6 ათასი შეადგინა.

„იანვრის თვის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პირდაპირ უკუკავშირი იმ აქტივობებთან, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაატარა 2019 წელს  მარკეტინგული აქტივობების თუ სხვა კუთხით საერთაშორისო არეალზე. აქედან გამომდინარე ჩვენ ერთობლივი ძალებით მივიღეთ ის შედეგი, რომელიც არის რეკორდული და ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

იანვარში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან.

ქვეყნების ხუთეული 2020 წლის იანვარში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მიხედვით

ქვეყანა     ტურისტების რაოდენობაცვლილება - %
აზერბაიჯანი  124 534 34,9
სომხეთი 91 58017,5
რუსეთი  86 8841,1
თურქეთი        75 01216,6
უკრაინა  12 79922,4

იანვარში ქვეყანას ეწვია ქართული დიასპორის 50,2 ათასი წარმომადგენელი, რაც 13,4%-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

2020 წლის იანვარში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან (+57,3%), საუდის არაბეთიდან (+49,8%), ყაზახეთიდან (+44,8%), კუვეიტიდან (+44,6%).

Google საქართველოს ტურისტების მოზიდვაში დაეხმარება >>

ყველაზე მეტი უცხოელი საქართველოში სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით ჩამოდის.

ტრანსპორტის სახეობები, რომლითაც უცხოელები საქართველოში ჩამოდიან

ტრანსპორტის სახეობავიზიტების რაოდენობაცვლილება წელიწადში, %წილი ვიზიტების საერთო რიცხვიდან, %
სახმელეთო     402 87029,576,9
საჰაერო   111 058- 73121,2
რკინიგზა         6 61870,41,3
საზღვაო  3 14325,20,6

სასაზღვრო პუნქტებს შორის, რომლებსაც კვეთენ საერთაშორისო ვიზიტორები, ლიდერობს სარფი, ყაზბეგი და წითელი ხიდი.

საკონტროლო-გამშვები პუნქტები საქართველოს საზღვრებზე - პირველი ხუთეული

საკონტროლო-გამშვები პუნქტივიზიტების რიცხვიცვლილება წელიწადში, %   წილი ვიზიტების საერთო რიცხვიდან, %
წითელი ხიდი106 46729,620,3
ყაზბეგი  85 49865,616,3
სარფი      83 04516,915,9
თბილისის აეროპორტი80 760-19,715,4
სადახლო         69 9129,813,3
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში უცხოური ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 47 მილიონი დოლარით მეტია (ზრდა 1,4%).

საქართველოში ახალი ტურისტული ადგილების განვითარება იგეგმება >>

საქართველოში ტურიზმის სფერო წლიდან წლამდე ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებზე აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ხარისხის შემოწმება მიმდინარეობს, ხორციელდება მომსახურე პერსონალის და გიდების გადამზადება.