ყვითელი ამბები

„ტვინი გავთიშოთ, თუ გული?“- ლელა მებურიშვილი დუმილს არღვევს - მსახიობის ემოციური პოსტი

მსახიობი ლელა მებურიშვილი სოციალურ პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდა. წარმატებული ტელესახე ემოციურ მიმართვას ავრცელებს. ნახეთ რას წერს ტელეწამყვანი...
Sputnik

ლელა მებურიშვილი ვირტუალურ სივრცეში სულ უფრი და უფრო აქტიურდება. მსახიობის პირადი გვერდი ულამაზესი სურათებით არის აღსავსე. თუმცა, ამჯერად ლელა მებურიშვილმა რეალობას ვერ გაუძლო და ვრცელი პოსტი დაწერა. „შუა ქალაქის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი ვრცელ წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ლელა მებურიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გულისტკივილით ეხმაურება. აი, რას წერს მსახიობი და ტელეწამყვანი.

„არ ვიცი როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ არ ვიფიქროთ აუარებელ სირთულეებზე: საშინელი ეკოლოგია, ვირუსები, ამდენი გაჭირვებული ადამიანი, ყოველთვის არეული და დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობა. ყველა ის პრობლემა, რაშის სამწუხაროდ სრულიად უძლურები ვართ. ამ ფონზე მოვახერხოთ და ვიყოთ ლაღები, ენერგიულები, სიცოცხლით სავსეები და პოზიტიურები. გავთიშოთ ტვინი? თუ გული? რომელი უფრო შველის?“- წერს აღელვებული ლელა მებურიშვილი.

ლელა მებურიშვილი ნიჭითა და სილამაზით გამოირჩევა. გემოვნებიანმა მსახიობმა დაოჯახების შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა. მეუღლესთან ერთად ვარსკვლავების თავშეყრის ადგილებში ხშირად ჩნდება, მაგრამ მასთან ფოტოებს ძალიან იშვიათად აქვეყნებს. დახვეწილი მსახიობი სკანდალური განცხადებებისგან თავს იკავებს და ეპატაჟური ქცევებითაც არ გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, ცხოვრებისეული სირთულეები და საკუთარი ემოციები Instagram- ის მეშვეობით გააზიარა.