ყვითელი ამბები

ნინი ბადურაშვილის ბებია, მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. განსაკუთრებით დამძიმდა მისი მდგომარეობა ვაჟის, ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალების შემდეგ
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. მსახიობი ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

ბადურაშვილი: ვერ წარმოვიდგენ, რომ ერეკლე ჩემთან აღარ არის

ლალი ბადურაშვილი ცნობილი მომღერლის, ნინი ბადურაშვილის ბებია და გარდაცვლილი რეჟისორის, ერეკლე ბადურაშვილის დედა იყო. რე­ჟი­სო­რი ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი მოულოდნელად, 57 წლის ასაკ­ში, 2019 წლის მარტში გარ­და­იც­ვა­ლა. ერეკლე ბადურაშვილის დაკრძალვაზე ცუდად გახდა რეჟისორის დედა, რომელიც შვილის დაკრძალვას ვერ დაესწრო და კლინიკაში გადაიყვანეს.

ლალი ბადურაშვილმა დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 1970 წელს გადაიღეს ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელშიც შეასრულა შორენას როლი. ასევე, მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში. იყო „ქართული ფილმის“ რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.