ასე ხვდებიან ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს ჯაკარტის აეროპორტში - ვიდეო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც ჯაკარტის აეროპორტშია გადაღებული და ჩანს, როგორ ხვდებიან ჩინეთიდან ჩამოსულ რეისს
Sputnik

სპეციალურ აღჭურვილობაში მყოფი ადამიანები მგზავრებს სავარაუდოდ, დეზინფექციას უკეთებენ და ასე ცდილობენ მათი ვირუსებისგან „განწმენდას“. 3 თებერვლის დილის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 17 205 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილია 361 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებული უფრო მეტი - 475.