ყვითელი ამბები

თაკო ნაცვლიშვილი შეყვარებულთან ერთად მოგზაურობს – ნახეთ რა სიმპათიური რჩეული ჰყავს მოდელს

ყველასათვის ცნობილი ტოპ-მოდელი თაკო ნაცვლიშვილი შეყვარებულია. შეუდარებელი გოგონა წლებია საზღვარგარეთ მოღვაწეობს. წყვილის ერთობლივი სურათი სოციალურ ქსელში ვრცელდება.
Sputnik

წარმატებული მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში მისი მეორე ნახევრის სურათები აქტიურად ვრცელდებოდა. პირველად წყვილი ერთად თაკოს დაბადების დღეზე გამოჩნდა. მოდელმა იუბილე თბილისში გადაიხადა. ის ქართულ სამოდელო სფეროში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს და მსოფლიოს წამყვანი ბრენდების რჩეული სახეა.

თაკოს წარმატების საიდუმლო მისი აღნაგობა, გარეგნობა და, რა თქმა უნდა, ბუნებრივი სილამაზეა, რომლითაც ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი მოხიბლავს. სულ რაღაც 21 წლის არის, მაგრამ იტალიაში, საფრანგეთსა და საქართველოში პოპულარულ დიზაინერებთან თანამშრომლობს. მისი წარმატების ფორმულა მიზანდასახულობაა. როგორც თავად ჰყვება, ვარჯიშს დროს კვირაში რამდენჯერმე უთმობს და სწორად იკვებება. თაკოს ერთი ჩვეულებრივი „ლუქიც“ კი დიდ ყურადღებას იქცევს.

წარმატებული და ცნობილი ოჯახის შვილი ქართველი სელებრითების რიგს კარიერის დაწყებიდან მალევე შეუერთდა. თაკო ნაცვლიშვილის მიმართ ყურადღება არა მხოლოდ ქართულმა, არამედ ევროპულმა მედიამ გამოიჩინა. საინტერესოა, როგორ გამოიყურებოდა სუპერ-მოდელი სამოდელო სფეროში ჩართვამდე. მასზე სიუჟეტებს მთელი ქართული სატელევიზიო სივრცის წარმომადგენლები იღებენ. აღსანიშნავია თაკოს უდიდესი წარმატება და ჯულია რობერტსთან ერთად გადაღებული სარეკლამო ვიდეო, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა. თაკოს სილამაზე და დახვეწილი მანერები ბევრ ადამიანს მოსწონს. მისი შარმით აღტაცებული სოციალური ქსელის „ფოლოვერები“ გულწრფელ ემოციებს ვერ მალავენ. თაკოს თითოეულ ფოტოს 10 ათასზე მეტი მოწონება აქვს. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება შეყვარებულთან ერთად გადაღებულმა სურათმა გამოიწვია. მისი „ინსტაგრამის“ ხელმომწერების რიცხვი კი 288 ათასს აჭარბებს.

ბოლო პერიოდის მანძილზე თაკო შეყვარებულთან გადაღებული სურათების ატვირთვას თავს არ არიდებს. უახლესი ფოტო საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, წყვილი ერთად საზღვარგარეთ მოგზაურობს და გასაოცარ დროს ატარებს. თაკო და მისი შეყვარებული, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ოთარ ხუროძე შეუდარებლად გამოიყურებიან.