ასკორბინოთერაპია კიბოს წინააღმდეგ: აღმოჩენილია C  ვიტამინის ახალი თვისებები

მეცნიერების ახალი კვლევის შედეგები იმედს იძლევა, რომ კიბოს საწინააღმდეგოდ ახალი, ასკორბინის მჟავაზე დაფუძნებული თერაპია შეიქმნება.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს სტრესული ჰორმონის, ადრენალინის კავშირი ავთვისებიანი უჯრედების ზრდასთან და დაადგინეს, რომ სტრესის დამანგრეველ ზემოქმედებასთან ბრძოლა ასკორბინის მჟავით, ანუ C ვიტამინითაა შესაძლებელი. 

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი: დასახელდა ონკოდაავადებების ხელისშემშლელი ვიტამინი

მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტით დადგინდა, რომ სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი — ეს  ქრონიკული სტრესია, რა დროსაც სისხლში ადრენალინი გამოიტყორცნება. საცდელ ცხოველებში ადრენალინის დონის დაქვეითებამ კი  აჩვენა, რომ ამ გზით მცირდება არა მარტო შფოთვა და დეპრესია, არამედ კიბოს უჯრედების ზრდის ტემპიც.

„თაგვებში ქრონიკული სტრესის დამანგრეველი ზემოქმედებით გამოწვეული ავთვისებიანი სიმსივნეები მას შემდეგ შემცირდა, რაც C ვიტამინით თერაპია  დავიწყეთ. ლაბორატორიულ თაგვებში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ C ვიტამინი მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნეების ზრდის ტემპს“, — აღნიშნავენ ამერიკელი მკვლევარები.

მეცნიერების ახალი კვლევის შედეგები იმედს იძლევა, რომ კიბოს საწინააღმდეგოდ ახალი, ასკორბინის მჟავაზე დაფუძნებული თერაპია შეიქმნება. როგორც კვლევის ავტორები ირწმუნებიან, ასეთი თერაპია ონკოლოგიურ პაციენტებს ხელს შეუწყობს ქრონიკული სტრესისა და მასთან დაკავშირებული უსიამოვნო ეფექტების დაძლევაში.