2019 წელს როგორ აშენებდნენ საქართველოში - სტატისტიკის მონაცემები

ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი სამ რეგიონზე – თბილისზე, კახეთსა და შიდა ქართლზე მოდის.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. 2019 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში 2,5 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის 2 508 ობიექტი შევიდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ("საქსტატი") მასალებში.

საქართველოში გზების მშენებლობასა და რემონტზე 2020 წელს 1,3 მილიარდი ლარი დაიხარჯება

2018 წელთან შედარებით, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ფართობის მოცულობა 21,8%–ით გაიზარდა, მათი რიცხვი კი 0,4%–ით შემცირდა.

ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი სამ რეგიონზე – თბილისზე, კახეთსა და შიდა ქართლზე მოდის.

რეგიონების ტოპ–5 2019 წლის განმავლობაში ჩაბარებული ობიექტების მიხედვით

რეგიონიობიექტების რაოდენობაწილი ობიექტების საერთო რაოდენობაში %
თბილისი 87034,7
კახეთი  35414,1
ქვემო ქართლი  2419,6
იმერეთი  2068,2
მცხეთა–მთიანეთი  2038,1

 2019 წელს საქართველოში ხელისუფლების მუნიციპალური ორგანოების მიერ გაცემულია 10,7 ათასი ნებართვა 7,6 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობაზე.

2018 წელთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 5,3%–ით გაიზარდა, ფართობი კი 21,7%–ით გაფართოვდა.

გაცემული ნებართვების საერთო რიცხვიდან 71% სამ რეგიონზე – თბილისზე, ქვემო ქართლსა და აჭარაზე მოდის

რეგიონების ტოპ-5 2019 წელს მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მიხედვით

რეგიონი ნებართვების რიცხვიწილი გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან %
თბილისი 5 22248,8
აჭარა  1 25211,7
ქვემო ქართლი  1 13410,6

მცხეთა–მთიანეთი

6536,1
იმერეთი  6105,7

 კომპეტენტური ორგანოები წლის დასაწყისიდან სხვადასხვა შენობების მშენებლობაზე გასცემდნენ ნებართვებს – მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე, სასტუმროებზე, სავაჭრო ობიექტებზე, ქარხნებზე, სასოფლო–სამეურნეო ობიექტებზე და ა.შ. თუმცა, ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.