თელავში ტექნიკის მაღაზია გაძარცვეს

მაღაზიაში და ქუჩაში დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან ამოღებულია ჩანაწერები, რომელთა შესწავლა უკვე მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. თელავში უცნობმა პირებმა ტექნიკის მაღაზია Elit Electronics-ის ერთ-ერთი ფილიალი გაძარცვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ, ღამით მოხდა. მძარცველებმა მაღაზიიდან ძვირადღირებული მობილური ტელეფონების წაღება შეძლეს. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით პოლიცია მაღაზიასა და ქუჩაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება „ქურდობის" მუხლით დაიწყო, რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით პატიმრობას გულისხმობს.