დიდთოვლობა სვანეთში: ჭუბერი გარესამყაროს მოწყდა

მესტიის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, მოსახლეობას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. მაღალმთიანი სვანეთის ჭუბერის თემში თოვლის საფარმა 1,5 მეტრს მიაღწია, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა განაცხადა, ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში ყველა გზა ჩაკეტილია, გარკვეულ მონაკვეთზე ჩამოწოლილია ზვავი და მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ვიბლიანის თქმით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მინდიმარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, რაც შეეხება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას, იგი უახლოეს საათებში მოხდება.

ნიკა ლატარია