ტრაგედია ბაღდათში: ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გადადო

აქცია ტრაგედიის გამო გადაიდო, რომელიც დასავლეთ საქართველოში გუშინ მოხდა - ხანძარმა ოთხი ბავშვი და ორი ქალი იმსხვერპლა
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციამ და ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქცია ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო გადადეს, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

მძიმე რეალობა − ხმაური ქუჩაში და „პროპორციულად“ გაძვირებული ცხოვრება...

აქციის ორგანიზატორები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებისთვის საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს „სირცხვილის დერეფნის" მოწყობას გეგმავდნენ.

ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ბავშვი და ორი ქალი, მათ შორის, ორსული.

ოპოზიცია „სირცხვილის დერეფანს" დეპუტატებს ოთხშაბათს მოუწყობს. მათი მოთხოვნა უცვლელია - საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვა.